ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. ამასთან, სამმა სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა.
სკოლაში მოსწავლეთა მიღწევებით ამაყობენ და ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„რუისის N2 საჯარო სკოლა 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს ულოცავს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას, უსურვებს ბედნიერ მომავალს, პროფესიულ წინსვლას და დასახული მიზნების 100% ასრულებას! განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის ახალგაზრდები რომლებმაც მოიპოვეს გრანტი: გიორგი საათაშვილი 70%, ნია თაბუაშვილი 70%, მედეა საათაშვილი 50%. ვულოცავთ, კვლავ მრავალი წარმატებით ესახელებინოთ მშობლიური სკოლა!“,- ვკითხულობთ სკოლის სახელით გავრცელებულ მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ წელს, საქართველოს მასშტაბით, სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა.