ირაკლი აბაშიძის სახელობის ქალაქ ხონის N3 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი შორენა ნიკოლეიშვილი კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგია, რაც მის სტატუსზე აისახა.
პედაგოგს მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
სკოლაში ახარებთ, რომ შორენა ნიკოლეიშვილის შრომა დაფასდა და მას უმაღლესი სტატუსის მოპოვებას ულოცავენ.
„შორენა ნიკოლეიშვილს კარგად იცნობს ხონის პედაგოგიური საზოგადოება, როგორც შესანიშნავ მათემატიკოსსა და პიროვნებას.
წლებია იგი ჩვენი სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია,მოტივირებული პედაგოგი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა წინ, წარმატებით ჩააბარა ყველა გამოცდა, გაიარა ყველა საფეხური და სულ ახლახანს მაღალ პროფესიულ დონეზე გაიარა გასაუბრება და სრულიად დამსახურებულად მოიპოვა მენტორი მასწავლებლის წოდება!
მის წარმატებაში ეჭვი არავის ეპარებოდა და მანაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თუ შენი საქმე გიყვარს მიუღწეველი მწვერვალი არ არსებობს!
სასკოლო საზოგადოება გულითადად ულოცავს შორენა ნიკოლეიშვილს ამ დიდ და დამსახურებულ წოდებას და ამაყობს მისით, რადგან მან შეძლო სკოლის საკმაოდ წარმატებული გუნდის კიდევ მეტად გაძლიერება, მისი გამოცდილება დიდად გამოადგებათ ახალგაზრდა კოლეგებს!
წინ კიდევ ბევრი გამოწვევაა, წარმატებას ვუსურვებთ მას!“,- გვეუბნებიან სკოლაში.