ახმეტის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურობით გამოირჩევიან, მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში, ახალ ცოდნას იძენენ და ვითარდებიან.
მათ შორისაა, მარიამ ჭუაძე, რომელმაც კახეთში, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეებისთვის გამართულ ტრენინგ-ბანაკში დაუვიწყარი სამი დღე გაატარა და ბევრი ახალი მეგობარი შეიძინა.
ბანაკის მთავარი თემები იყო ლიდერობა, ახალგაზრდული პროგრამების შემუშავება, სასკოლო პროექტების წერა და ინიციატივების წარდგენა.
„ვისწავლე ძალიან ბევრი რამ. მაგალითად, რას ნიშნავს იყო ლიდერი და რა თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს ლიდერი, როგორ დავწეროთ პროექტი და ა.შ.“,- ამბობს მარიამ ჭუაძე.
ბანაკში სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩართული სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ფოტო: არასამთავრობო ორგანიზაცია - მედია ცენტრი კახეთი MCK