„სსსმ მოსწავლის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის საგნობრივი ნაწილის დოკუმენტირება“ -  „ეიბიჯიეს აკადემია“ მსმენელს საჭირო ტრენინგს სთავაზობს
09-09-2024

ეიბიჯიეს აკადემიაში“ ყოველთვის მნიშვნელოვანი, საინტერესო და საჭირო კურსები მიმდინარეობს. 

ამჯერად, აკადემია 4-დღიან სატრენინგო შეხვედრას აანონსებს, საგნისა და სპეციალური მასწავლებლებისათვის, ზოგადად, მათთვის ვინც ასწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს.

შეხვედრის თემა გახლავთ - „სსსმ მოსწავლის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის საგნობრივი ნაწილის დოკუმენტირება“.

შეხვედრები მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს. შეხვედრას ტრენერი სოფიო ძიგრაშვილი წარუძღვება.

ტრენერი მსმენელთან ერთად განიხილავს:

  • სსსმ მოსწავლის განახლებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმის კომპონენტებს;
  • სსსმ მოსწავლის საგნობრივი ინდივიდუალური სასწავლო გეგმას (აქტუალური დონის აღწერა/ ხელშემწყობი რესურსები);
  • სსსმ მოსწავლის საგნობრივი ინდივიდუალური სასწავლო გეგმას (გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნების ფორმულირება/ დამხმარე რესურსი);
  • სსსმ მოსწავლის საგნობრივი ინდივიდუალური სასწავლო გეგმას ( აქტივობები/ მოსწავლის პროგრესის შეფასება);

რაც შეეხება, პრაქტიკულ ნაწილს, მსმენელს შესაძლებლობა ექნება, თავად განახორციელოს ისგ-ს საგნობრივი ნაწილის დოკუმენტირება და მიიღოს კომპეტენტური უკუკავშირი.

შეხვედრა 24-26 სექტემბერს 19:00 საათზე და 28-29 სექტემბერს -20:00 საათზე „თიმსის“ პლატფორმაზე გაიმართება, მისი ღირებულება ფასდაკლებით 59 ლარს შეადგენს. 

„შევხვდეთ ახალ სასწავლო წელს მომზადებულნი! თქვენთვის ეიბიჯიეს აკადემია“,- აღნიშნავენ აკადემიაში და მსმენელს საინტერესო ტრენინგზე იწვევენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203