გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის N2 საჯარო სკოლა ტრადიციულად, ყოველ წელს ამაყობს წარმატებული კურსდამთავრებულებით, რომლებიც სწავლას უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებენ და ცოდნას უნივერსიტეტის კედლებში იღრმავებენ.
ცხადია გამონაკლისი არც მიმდინარე წელია - სკოლის 13 კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა და 2-მა მათგანმა 50%-იანი გრანტი მოიპოვა.
სკოლა ამაყია მოსწავლეების მონდომებით, შემართებითა და მიღწევით, მათ წინსვლასა და წარმატებას უსურვებს, ცხოვრების ახალ ეტაპზე.
„ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებით. ვულოცავთ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას, ბედნიერ სტუდენტობას ვუსურვებთ მათ, კვლავაც მრავალი წარმატებისთვის მიეღწიოთ ცხოვრებაში და ესახელებინოთ როგორც სკოლა, ოჯახი, ასევე მათი სამშობლო საქართველო“, - აღნიშნავენ სკოლაში.