ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესის გასაახლებლად მზადაა.
6 სექტემბერს, სკოლაში პედაგოგიური საბჭოს 2024-2025 სასწავლო წლის პირველი სხდომა გაიმართა.
საბჭოს მონაწილეებმა ახალი სასწავლო წელი დაგეგმეს და დასახულ მიზნებზე ისაუბრეს.
„სხდომაზე საბჭომ განიხილა 2024/2025 სასწავლო წლის სასკოლო სასწავლო გეგმა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები, რომელთა განხორციელება საშუალებას მისცემს მიმდინარე სასწავლო წლის სტრატეგიული მიზნები და ამოცანები ეფექტიანად განხორციელდეს“,- გვეუბნებიან სკოლაში.
პედაგოგიური საბჭო სკოლის მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანოა; პედაგოგიური საბჭოს ფუნქციებია: ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავება და დამტკიცება (სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით), სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების შერჩევა, სამეურვეო საბჭოში წარმომადგენლების მივლენა და ა.შ.
იხილეთ ფოტო: