ბათუმის N22 საჯარო სკოლის პედაგოგი ნაილე მიქელაძე კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს, რაც მის სტატუსზე აისახა.
პედაგოგს მასწავლებლის უმაღლესი სტატუსი მიენიჭა და მენტორი გახდა.
სკოლაში ახარებთ, რომ პედაგოგის შრომა დაფასდა, ნაილე მიქელაძეს კარიერულ წინსვლას ულოცავენ და წარმატებას უსურვებენ.
„სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ვულოცავთ ქალბატონ ნაილე მიქელაძეს დამსახურებულ სტატუსის ცვლილებას - მენტორობას. ულევი წარმატება და კარიერული წინსვლა გვინდა ვუსურვოთ მას“,- აღნიშნავენ სკოლაში.