დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის
სასწავლო წლის დაწყება, შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი დღესასწაულია. მათთვის
სკოლაში საზეიმო ღონისძიება ეწყობა, კლასები ფერადი დეკორაციით, ბუშტებით ირთვება
და მასწავლებლები დიდი სიყვარულით ხვდებიან.
მანამდე კი, დიდი სამზადისია. ამ
მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული დღისთვის როგორც მოსწავლეები, ისე მათი მშობლებიც
ემზადებიან. მშობლების მთავარი საზრუნავი სკოლისთვის შვილის მოწესრიგებაა. ამაში
კი როგორც სასკოლო ნივთები, ისე ტანსაცმელი და სხვადასხვა საჭირო რამ იგულისხმება.
ტრადიციულად, ყოველ წელს, განხილვის
საკითხია, თუ რამდენს უნდა იწონიდეს მოსწავლის ჩანთა. თემას მეტ მგრძნობიარობას
ბავშვების ასაკი მატებს. ჩანთის მოცულობა კი არამხოლოდ მშობლებზეა დამოკიდებული -
როგორს აარჩევენ ყიდვისას, არამედ იმაზეც, რა მოთხოვნები აქვს კონკრეტულ სკოლას.
საქმე ეხება სასკოლო ნივთებს. მასწავლებლების ნაწილი მშობლებს წინასწარ, სასწავლო
წლის დაწყებამდე, უგზავნის ჩამონათვალს, თუ რა უნდა მოიმარაგონ, რა დასჭირდებათ.
ზოგიერთ პედაგოგს შეიძლება რაღაც განსაკუთრებული, განსხვავებული მოთხოვნა ჰქონდეს,
თუმცა, როგორც წესი, სავალდებულო სასკოლო ნივთების ჩამონათვალი დიდად არ იცვლება
ხოლმე. რა უნდა იდოს მოსწავლის ჩანათაში? - შეიძლება ითქვს, რომ ამას ხშირად
სწორედ სკოლა და პედაგოგი წყვეტს.
მაგალითად, ერთ-ერთი დაწყებითი კლასის
მოსწავლის მშობელს სკოლიდან შვილის შემდეგი ნივთებით მომარაგება სთხოვეს:
დაახლოებით მსგავსი მოთხივნები აქვთ სხვა
სკოლებსაც, ალბათ პლუს-მინუს რამდენიმე ნივთი. შედეგად კი, გამოდის, რომ დაწყებითი
კლასის მოსწავლის ჩანთაში წყლის ბოთლით დაწყებული და ჭადრაკით დამთავრებული,
ყველაფრის პოვნაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ სიფრთხილეს იჩენენ მშობლებიც და
მათი ნაწილი ბავშვებს სადეზინფექციო ხსნარს, სველსა და მშრალ ხელსახოცებსაც ატანს.
ამ ნივთებს კი ემატება წიგნებიც. საერთო ჯამში, ამ ყველაფერმა შესაძლოა დაწყებითი
კლასების მოსწავლეთა ჩანთა დაამძინოს და მოსახერხებლად არაკომფორტულად აქციოს.