ვარდისუბნის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ, დღეს კი მათი წარმატებით ხარობენ, ახალგაზრდებს სტუდენტური ცხოვრების დაწყებას დიდი სიყვარულით ულოცავენ და ნათელ მომავალს უსურვებენ.
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის საამაყო კურსდამთავრებულებს ვულოცავთ სტუდენტობას! ვუსურვებთ უამრავ წარმატებას და ასევე წარმატებები ცხოვრების ახალ ეტაპზე“,- აღნიშნავენ სკოლაში და კურსდამთავრებულთა შედეგებს გვიზიარებენ.
- ირაკლი ბოლღაშვილი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი;
- გიორგი კაკაშვილი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი;
- ნინი კაპანაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- ანამარია ქველაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (უფასო);
- ზურა კევლიშვილი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
- გიორგი არევაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
- მაია ტალახაძე - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი;
- თაკო ღუტიძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- ლუკა ტურიაშვილი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი;
- მაგდანელა მჭედლიძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი -70%-იანი გრანტი
- დაჩი ასანიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- ნინო ფაფიაშვილი - ალტე უნივერსიტეტი.