წელს, საქართველოს მასშტაბით 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. მათ შორის არიან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები - ნინი ბატიაშვილი, ნიკა ლაბუჩიძე, დავით ლაბუჩიძე, ზაზა ლაბაძე, გუგა ტუხაშვილი და საბა კორაშვილი, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
სკოლაში ახალგაზრდებს სტუდენტური ცხოვრების დაწყებას ულოცავენ და უსურვებენ, წარმატებით დაეუფლონ არჩეულ პროფესიებს და მაღალი პროფესიონალიზმით ემსახურონ ქვეყანას.
„ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს - ნინი ბატიაშვილს, ნიკა ლაბუჩიძეს, დავით ლაბუჩიძეს, ზაზა ლაბაძეს, გუგა ტუხაშვილს და საბა კორაშვილს ვულოცავთ სტუდენტობას! წარმატებულ, ნაყოფიერ, საინტერესო და ბედნიერ წლებს გისურვებთ ვამაყობთ თქვენით და ძალიან გვიყვარხართ ყველას“,- აღნიშნავენ სკოლასი და კურსდამთავრებულთა გულშემატკივრობას აქტიურად აგრძელებენ.