თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კურსდამთავრებულთა წარმატებით ამაყობენ.
ახალგაზრდებმა გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სტუდენტები გახდნენ. სკოლის 7 კურსდამთავრებული სწავლას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელებს.
წელს, სკოლიდან უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ:
ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლა ულოცავს კურსდამთავრებულებს სტუდენტობას.
„ბავშვებო, მინდა იცოდეთ, რომ გვეამაყებით, თქვენ ღირსეულად გაართვით თავი ეროვნულ გამოცდებს და მოიპოვეთ გამარჯვება. გისურვებთ წარმატებებს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებით სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა.