აკაკი წერეთლის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის თორმეტი კურსდამთავრებულიდან ცხრა სტუდენტია.
აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
წელს სკოლიდან სტუდენტები გახდნენ:
სკოლაში ახალგაზრდების წარმატებით ხარობენ და იმედოვნებენ, რომ მათი მიღწევებით კიდევ არაერთხელ იამაყებენ.
სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს დიდი სიყვარულით მიმართავენ და სტუდენტური ცხოვრების დაწყებას ულოცავენ.
„სასურველი, სანატრელი უნივერსიტეტების სტუდენტობას გილოცავთ კურსდამთავრებულებო. დიდი, საინტერესო გზის დასაწყისია თქვენი სტუდენტობა. დაუღალავი შრომითა და გარჯით უამრავ წარმატებას მიაღწევთ. თქვენი სიხარული ჩვენიცააა! გილოცავთ კიდევ ერთხელ სტუდენტობას, წარმატებები არ დაგლეოდეთ“,- ვკითხულობთ სკოლის სახელით გავრცელებულ მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა.