ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - ლიკა ხუსკივაძემ, ნიკოლოზ ხუსკუვაძემ და ლუკა მუმლაძემ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს მთელი საგამოცდო პერიოდი გულშემატკივრობდნენ, დღეს კი ახარებთ, რომ დაფასდა, როგორც კურსდამთავრებულთა შრომა ისე პედაგოგთა ამაგი და აბიტურიენტებს ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავ, სოფელ კვალითის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს - ლიკა ხუსკივაძეს, ნიკოლოზ ხუსკუვაძეს და ლუკა მუმლაძეს სტუდენტობას. წარმატებები არ დაგლეოდეთ...“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახალგაზრდების მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებენ.
აღსანიშნავია, რომ წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა.