ოზურგეთის N4 საჯარო სკოლაში ახარებთ, რომ 2024 წლის კურსდამთავრებულები განათლების მიღებას სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებენ.
აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სტუდენტები გახდნენ. ამასთან, შვიდმა კურსდამთავრებულმა სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა.
სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს აქტიურად გულშემატკივრობდნენ, დღეს კი მათ წარმატებას აღნიშნავენ, კურსდამთავრებულებს სტუდენტური ცხოვრების დაწყებას დიდი სიყვარულით ულოცავენ და იმედოვნებენ, რომ მათი წარმატებით კიდევ არაერთხელ იამაყებენ.
„სრულიად საქართველოს პირველკურსელებს ვულოცავთ... განსაკუთრებით ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს...ასევე მათ ვინც სახელმწოფო დაფინანსება მოიპოვა“,- აღნიშნავენ სკოლაში და გვიზიარებენ იმ კურსდამთავრებულთა შედეგებს, რომელთაც გრანტი მოიპოვეს: