ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში 2024 წლის კურსდამთავრებულთა წარმატებით ხარობენ. აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. ამასთან 7-მა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა, ხუთი კი უფასო ფაკულტეტზე ისწავლის.
სკოლში ახალგაზრდებს გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ, დღეს კი მათ წარმატებას აღნიშნავენ.
დირექცია და პედაგოგები აღზრდილებს სტუდენტური ცხოვრების დაწყებას ულოცავენ, სჯერათ, რომ მათი მიღწევებით არაერთხელ იამაყებენ, კურსდამთავრებულებს უსურვებენ წარმატებით დაეუფლონ არჩეულ პროფესიებს, რათა მაღალი პროფესიონალიზმით, ღირსეულად ემსახურონ ქვეყანას.
„ტყიბულის N6 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები გილოცავთ ამავე სკოლის 2023-2024 წლის კურსდამთავრებულებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სტუდენტობას.
წელს N6 საჯარო სკოლა თვრამეტმა მოსწავლემ დაამთავრა (დამრიგებელი - ლელა სილაკაძე). მათგან უმაღლეს სასწავლებელში 14 მოსწავლე აბარებდა, აქედან ორმა მოსწავლემ 70%-იანი გრანტი მიიღო, ხუთმა - 50%-იანი, ხოლო ხუთი მოსწავლე უფასო ფაკულტეტზე ჩაირიცხა:
ბალასანოვი საბა - ქ.ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი - მენეჯმენტი(ინგლისურენოვანი) 50% გრანტი.
ბოჭორიშვილი ბადრი - ქ. ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ტურიზმი.
ბრეგაძე მარიამი - ქ.თბილისის ი. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტი-ბიზნესის ადმინისტრირება.
გვენეტაძე გიორგი - ქ.თბილისის ი. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტი - ბიზნესის ადმინისტრირება.
გოგნაძე ოთარი - ქ. ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - სამშენებლო ინჟინერია (უფასო).
გოგოლაძე ნანა - ქ.თბილისის ი. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტი - ჰუმანიტარული მეცნიერებები, 50% გრანტი.
თევზაძე ალექსი - ქ. ტბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი - სამშენებლო ინჟინერია (უფასო).
მესხორაძე ნინი - ქ. თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - მათემატიკა (უფასო).
მოწონელიძე ელენე - ქ. ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - დაწყებითი განათლება, 50% გრანტი (უფასო).
საკანდელიძე მარიამი - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - მასობრივი კომუნიკაცია (მულტიმედიური კულტურის ჟურნალისტიკა), 70 % გრანტი.
ტოფაძე ოთარი - ქ. ქუთაისის საერთაშორისო სახელმწიფო უნივერსიტეტი - მენეჯმენტი (ინგლისურენოვანი), 50% გრანტი.
ქართველიშვილი გოგა - ქ.თბილისის ი. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტი - სამართალი, 70% გრანტი.
ხორხომელიძე გიორგი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - სამშენებლო არქიტექტურა, 50 % გრანტი (უფასო).
გვჯერა, რომ თითოეული თქვენგანი შესაძლებლობების რეალიზაციას მაქსიმალურად შეძლებთ, თქვენთვის სასურველ პროფესიას დაეუფლებით, საზოგადოებაში ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებთ და მნიშველოვან წვლილს შეიტანთ ქვეყნის განვითარებასა და აღმშენებლობაში.
კიდევ ერთხელ გილოცავთ თითოეულ ახალგაზრდას, ვულოცავთ თქვენს მშობლებს, წარმატებებს, პროფესიულ წინსვლასა და დასახული მიზნების მიღწევას გისურვებთ“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ წელს, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.