მანდატურის სამსახურმა ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის (სამმართველო) სპეციალიზებული საკონსულტაციო მომსახურების მენეჯერის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება - მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ინკლუზიური/სპეციალური განათლების, ფსიქოლოგიის, სოციალური მუშაობის, ოკუპაციური თერაპიის მიმართულებით;
ბ) სამუშაო გამოცდილება - ინკლუზიური და სპეციალური განათლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
გ) ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველი);
დ) საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება (სასურველი);
ე) სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;
ვ) ინგლისური ენის ცოდნა (სასურველი);
ზ) საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft PowerPoint, Microsoft Outlook).
შრომის ანაზღაურება 3000 ლარია (დარიცხული) სრულ განაკვეთზე.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე