ჭიაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - სანდრო შუბითიძემ და გიორგი ხაჩიძემ საზაფხულო ბანაკში შთამბეჭდავი დღეები გაატარეს 
12-09-2024

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურობით გამოირჩევიან და სხვადასხვა ღონისძიებებში წარმატებით მონაწილეობენ.

მათ შორის არიან სანდრო შუბითიძე და გიორგი ხაჩიძე, რომლებიც „ჯარის ბანაკში“ იმყოფებოდნენ.

საზაფხულო ბანაკი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, კოჯრის სამხედრო ბაზაზე - „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა. 

სანდრო და გიორგი 150-მდე თანატოლთან ერთად მონაწილეობდნენ ფიზიკურ, კულტურულ და შემეცნებით აქტივობებში.

მათ შორის შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია, გაიარეს თვითგადარჩენის კურსი. 

სამხედროებთან ერთად თავსგადამხდარი საინტერესო და შემეცნებითი თავგადასავალი მოსწავლეებისთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა. 

სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობა ახარებთ, ბანაკის ორგანიზატორებს კი ახალგაზრდების მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიან. 

„აღნიშნული ღონისძიებები შთამბეჭდავი და აღმაფრთოვანებელი აღმოჩნდა ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდით ყველა ორგანიზატორს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203