ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლევის საჯარო სკოლის პედაგოგი იური ნებიერიძე ახალ სასწავლო წელს კარიერული წინსვლით ხვდება.
პედაგოგმა მასწავლებელთა გამოცდა წარმატებით ჩააბარა და უფროსის სტატუსი მიენიჭა.
სკოლაში პედაგოგს სტატუსის ამაღლებას ულოცავენ და წარმატებულ პროფესიულ საქმიანობასა და შემდგომ კარიერულ წინსვლას უსურვებნ.
„ბოსლევის საჯარო სკოლა ულოცავს იური ნებიერიძეს უფროსი მასწავლებლის სტატუსს და უსურვებს მას წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.