სამტრედიის N12 საჯარო სკოლის 2024 წლის წარმატებული კურსდამთავრებულები, რომელთაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვეს ადგილობრივმა მთავრობამ დაასაჩუქრა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა - დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურიასთან, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს თინათინ ხარძიანთან და სხვა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მერიაში, სახელმწიფო გრანტის მფლობელ სამტრედიელ პირველკურსელებს უმასპინძლა.
მათ შორის იყვნენ სამტრედიის N12 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები - ლიკა შენგელია, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი გრანტი მოიპოვა და 50% -იანი გრნატის მფლობელები - მარიამ სხვიტარიძე, ნინო გაბედავა და ანა ჭკუასელი.
მერიისგან თითოეულ გრანტოსან სტუდენტს საჩუქრები და ფულადი ჯილდო გადაეცა. შეხვედრა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის სახელოვნებო დარბაზში გაიმართა. დავით ბახტაძემ სიტყვით მიმართა ახალგაზრდებს და წარმატებული სტუდენტობა უსურვა მათ.
სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატებით ამაყობენ და ახალგაზრდებს ნათელ მომავალს უსურვებენ.
„ჩვენი სკოლის ოქროს გოგონები! უამრავ წარმატებას გისურვებთ! გვიყვარხართ!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ადგილობრივ მთავრობას მათი წახალისებისთვის მადლობას უხდიან.
„მადლობა მათ სტუდენტების წახალისებისა და დაფასებისთვის“,- დასძენენ სკოლაში.
ცნობისთვის, საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში სამტრედიის მუნიციპალიტეტიდან 53 გრანტის მფლობელი ახალგაზრდა ჩაირიცხა.
იხილეთ ფოტოები: