ოზურგეთის N3 საჯარო სკოლაში 2024 წლის კურსდამთავრებულთა წარმატებით ამაყობენ. ახალგაზრდებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ.
ლუკა მექვაბიშვილი ბათუმის საზღვაო აკადემიაში, ნავიგაციის ფაკულტეტზე, 70%-იანი გრანტით ისწავლის;
მიხეილ ლომაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე 50%-იანი გრანტით ჩაირიცხა;
მარიამ ბერაძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლა 50%-იანი გრანტით დაუფინანსდება;
სკოლის კურსდამთავრებული ანა გობრონიძე, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინგლისურ ფილოლოგიაზე100%-იანი გრანტით ისწავლის;
აჩი გაგუა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ფილოლოგიის სტუდენტია;
ელენე მალაზონია ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაწყებითი საფეხურის საბაკალავრო პროგრამაზე ირიცხება;
ლიზი ქილიფთარი ასევე ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია;
მარიამ ტაბატაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირებას შეისწავლის;
თემო სიხარულიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში არქიტექტურას დაეუფლება;
ლიზი ხინთიიძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ ფილოლოგიაზე ჩაირიცხა.
ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და სჯერათ, მათი წარმატებით არაერთხელ იამაყებენ.
„სტუდენტობას ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს, ჩვენს საყვარელ მოსწავლეებს, ვუსურვებთ უთვალავ წარმატებას და საინტერესო მომავალს და გზას ვულოცავთ ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე“,- აღნიშნავენ სკოლაში.