ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვრის საჯარო სკოლაში ახარებთ, რომ 2024 წლის კურსდამთავრებულები - ანა გოგაბერაშვილი და ირაკლი სიამაშვილი განათლების მიღებას სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებენ.
აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სტუდენტები გახდნენ.
სკოლაში ახალგაზრდებს აქტიურად გულშემატკივრობდნენ, დღეს კი მათ სტუდენტობას დიდი სიყვარულით ულოცავენ. სკოლის დირექტორი ანეტა გედევანოვი და პედაგოგები კურსდამთავრებულებს უსურვებენ წარმატებით დაეუფლონ სასურველ პროფესიებს და სამომავლოდ ღირსეულად ემსახურონ ქვეყანას.
„ვაკიჯვრის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები - ანა გოგაბერაშვილი და ირაკლი სიამაშვილი სტუდენტები გახდნენ ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი.