ძვირფასო დირექტორებო, პედაგოგებო, მოსწავლეებო და მშობლებო გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. გისურვებთ, ნაყოფიერ, წარმატებულ, სიახლეებით დატვირთულ და აღმოჩენებით სავსე წელს.
განსაკუთრებით გვინდა მივულოცოთ სასწავლო წლის დაწყება პირველკალსელებს, რომლებმაც პირველად შეაბიჯეს ცოდნის ტაძარში.
ინფორმაციისთვის: განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მოწოდებული მონაცემების თანახმად, წელს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველად 50750 მოსწავლე შეაბიჯებს, აქედან საჯარო სკოლებში 43700 მოსწავლეა დარეგისტრირებული, ხოლო კერძოში - 7050. ჯამში კი საქართველოს სკოლებმა 16 სექტემბერს 600 ათასზე მეტ მოსწავლეს ფართოდ გაუღეს ცოდნისა და განათლების კარი.