ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში მოსწავლის - ოთარ ციბაძის საერთაშორისო ასპარეზზე მოპოვებულ მორიგ წარმატებას აღნიშნავენ.
ნიჭიერმა მოსწავლემ საერთაშორისო ოლიმპიადაზე, ინფორმატიკაში (IOI 2024 ეგვიპტე) საპატიო სიგელი დაიმსახურა.
2024 წლის 1-8 სექტემბერს, ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში გაიმართა ინფორმატიკის 36-ე საერთაშორისო ოლიმპიადა (IOI 2024), რომელიც ცნობილია, როგორც მოსწავლეთა ყველაზე პრესტიჟული ინფორმატიკის კონკურსი მთელ მსოფლიოში.
აღნიშნული შეჯიბრი, რომელშიც მონაწილეობდა 91 ქვეყნის 362 მონაწილე, არის ერთ-ერთი იმ ხუთი საერთაშორისო სამეცნიერო ოლიმპიადიდან, რომელიც ტრადიციულად ყოველწლიურად ტარდება.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, გუნდის 4 წევრიდან 3 მათგანი გახლდათ დებიუტანტი და მიუხედავად ამისა, ოთხივე მათგანმა წარმატებით გაართვა თავი მოცემულ დავალებებს.
გუნდმა ჯამში მოიპოვა 1 ბრინჯაოს მედალი და 2 საპატიო სიგელი.
როგორც ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში გვეუბნებიან, 2024 წელი ოთარისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.
„ვულოცავთ გუნდის შემადგენლობას ოლიმპიადაში მიღწეულ წარმატებებს და ოთარს ვუსურვებთ მორიგ გამარჯვებებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ოლიმპიადებზე“,- დასძენენ სკოლაში და მოსწავლის გულშემატკივრობას აქტიურად აგრძელებენ.
იხილეთ ფოტო: