18 სექტემბერს 8 სკოლის საკითხი განიხილება - დეტალები
12-09-2024

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო მორიგ სხდომას 18 სექტემბერს გამართავს. შეხვედრაზე გათვალისწინებულია 8 სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა.


დღის წესრიგი:

 

1. სსიპ - ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის №1 საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა; 

2. სსიპ - ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბისის საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა; 

3. სსიპ - ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;

4. სსიპ - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლევის საჯარო სკოლის    

     ავტორიზაციის საკითხის განხილვა;

5. სსიპ - ქალაქ სამტრედიის N12 საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა; 

6. სსიპ - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდის საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა ; 

7. ა(ა)იპ-  წყალტუბოს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მხრიდან განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიშის განხილვა;  

8. „ა(ა)იპ - კავკასიის ფრანგული სკოლისავტორიზაციის შესახებ“ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2023 წლის 23 მაისის N585797 გადაწყვეტილებისა და N585242 ოქმის მესამე ნაწილში ტექნიკური შეცდომის გასწორების საკითხის განხილვა; 


საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში,   ,,zoom"-ის პლატფორმის გამოყენებით.

წარმოგიდგენთ ბმულს:

https://us02web.zoom.us/j/82040688222?pwd=5esTcpt2KVZAaxN0gI1jz7epMr4J5O.1

 

Meeting ID: 820 4068 8222

Passcode: 352242

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203