ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული მასწავლებლები და ნიჭიერი მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში აქტიურად და წარმატებით არიან ჩართულნი.
ახლახან, სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი ეკა კიკნაველიძე და მე-11 კლასის მოსწავლეები - თამთა ახალაძე (ინგლისურის მასწავლებელი ნათია აბულაძე, დამრიგებელი ნინო ბენდელიანი) და მარიამ ტყაბლაძე (ინგლისურის მასწავლებელი და დამრიგებელი ნათია აბულაძე) „ევროპის უნივერსიტეტში“ ჟან მონეს საზაფხულო აკადემიის EnlargEU-ს დასკვნითი ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს: ჟან მონეს მოდულის აკადემიურმა კოორდინატორმა - თათია დოლიძემ, „ერაზმუს +“ საქართველოს ეროვნული ოფისის დირექტორმა - მარიამ სულაშვილმა და „ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა - ეკა კაველიძემ.
მთავარ სესიებში ცნობილი საერთაშორისო სპიკერები მონაწილეობდნენ, მათ შორის: CEPS-ის უფროსი მკვლევარი სტივენ ბლოკმანსი და ISG-ის პროფესორი და მკვლევარი ფრანსუა მასკლანისი.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსმა ლევან მახაშვილმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ერეკლე ინატბელიძემ და იენის უნივერსიტეტის მკვლევარმა ბიძინა ლებანიძემ.
ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მასწავლებელსა და მოსწავლეებს გადაეცათ გადაეცათ საერთაშორისო სერტიფიკატები.
სკოლაში პედაგოგისა და მოსწავლეების წარმატენა ახარებთ.
„ვულოცავთ მათ და წარმატებებს ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: