ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საქარის საჯარო სკოლაში ნიჭიერი, მოტივირებული, მიზანდასახული და შრომისმოყვარე მოსწავლეები სწავლობენ.
აღსანიშნავია, რომ ისინი არამხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ სპორტულ აქტივობებშიც უდიდესი მონდომებით ერთვებიან. ამჯერად, მოსწავლე ბადრი ნებიერიძემ წარმატებას ძიუდოში მიაღწია.
ის თურქეთში, ქალაქ სამსუნში გამართულ ასპარეზობაში მონაწილეობდა. მოსწავლემ შესაძლებლობები გამოავლინა, ღირსეულად იასპარეზა და პირველი ადგილი დაიკავა.
„ვულოცავთ ბადრის პირველ ადგილს და ვუსურვებთ ოლიმპიური ჩემპიონობა მიგველოცოს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: