სამტრედიის N7 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა სასკოლო საზოგადოება ასახელეს.
აბიტურიენტებმა - ლიზი კაცაძემ, ანანო ცხვარაძემ, ნინი მინდიაშვილმა და ნანუკა გალდავამ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
სკოლაში მათი მიღწევით ხარობენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე უდიდეს წარმატებას უსურვებენ.
„ჩვენი სკოლის ყველა კურსდამთავრებული სტუდენტია! ძვირფასო ბავშვებო, გილოცავთ ცხოვრების გზაზე გადადგმულ პირველ წარმატებულ ნაბიჯს, რომელიც თქვენი განვლილი გზის ერთგვარი შეჯამება და მომავლის საფუძველია. გვიყვარხართ და გვეამაყებით“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო: