ნოდარ დუმბაძის სახელობის ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სტუდენტები გახდნენ.
აღსანიშნავია, რომ მათმა დიდმა ნაწილმა სახელმწიფო დაფინანსებაც მოიპოვა და უნივერსიტეტებში სწავლას 100%-იანი, 70%-იანი და 50%-იანი გრანტით გააგრძელებენ.
სკოლაში მათი მიღწევა ახარებთ და წინსვლას უსურვებენ.
„ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულთა წარმატებებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უდიდესი სიხარული და ბედნიერება მოგვიტანა. ამ დიდ გამარჯვებას ვულოცავთ ჩვენს საყვარელ მოსწავლეებს, ყველა პედაგოგსა და მშობელს, ვისაც წვლილი მიუძღვის მათ წარმატებებში. გისურვებთ ბედნიერ სტუდენტობასა და წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
სახელმწიფო დაფინანსება შემდეგმა კურსდამთავრებულებმა მოიპოვეს:
100%
70%:
50%: