ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლა დაკომპლექტებულია წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგებით, რომლებიც თავიანთ საქმეს პასუხისმგებლობით ეკიდებიან და თაობებს ხარისხიან განათლებას სთავაზობენ.
ყოველივე ამაზე მეტყველებს პედაგოგების მიღწევები და ამჯერადაც, სკოლა დიდი სიამაყით გვაცნობს მასწავლებლებლებს, რომლებმაც წელს კვალიფიკაცია აიმაღლეს.
ისტორიის მასწავლებელს, ნათია თავართქილაძეს მენტორის სტატუსი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლებს: ეკატერინე ჭელიძესა და ეკა ვასაძეს კი - წამყვანის სტატუსი მიენიჭათ.
სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პედაგოგების მხარდაჭერასა და მათ წახალისებას, მუდმივად მიისწრაფვოდნენ განვითარებისკენ.
„გილოცავთ, ბევრი კარგი საქმე გეკეთებინოთ ჩვენი სკოლის საკეთილდღეოდ!“, - ასე ულოცავენ წარმატებულ პედაგოგებს სკოლაში და წინსვლას უსურვებენ.