თბილისის N169 სკოლაში პირველკლასელთა მშობლებისთვის ღია კარის დღე გაიმართა 
12-09-2024

10 სექტემბერს, თბილისის N169 საჯარო სკოლაში, ჩატარდა „ღია კარის დღე“, სადაც მიწვეულნი იყვნენ პირველკლასელთა მშობლები.

მშობლებმა დაათვალიერეს სკოლა, გაიცნეს თავიანთი პატარების მასწავლებლები, შეიტყვეს დამატებითი სერვისების შესახებ.

სკოლის დირექტორმა - ნატო გაბოშვილმა მოსწავლეთა მშობლებს გააცნო სკოლის სამომავლო გეგმები და 2024-2025 წლის მიზნები.  გაიმართა პრეზენტაცია, მშობლები სკოლის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნენ. 

მშობლებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ თბილისის N169 საჯარო სკოლა სასწავლო წლის გასაახლებლად სრულ მზადყოფნაშია. სკოლაში პირველკლასელებს მოუთმენლად ელიან. 

იხილეთ ფოტოები და პრეზენტაცია:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203