ძევრის საჯარო სკოლაში უცხოელმა მასწავლებელმა მოსწავლესთან ერთად ფეხბურთის სამწვრთვნელო შტაბი „ბექკენზი“ შექმნა
13-09-2024

უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. პედაგოგები მოსწავლეებს არა მხოლოდ საგნებს ასწავლიან სიღრმისეულად, არამედ მათთან ერთად სხვადასხვა სახალისო და საინტერესო აქტივობებში ერთვებიან.

როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ვიგებთ, ძევრის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა კენზა სმიტმა, რომელიც ტეხასის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეხბურთის გოგონათა გუნდის მოთამაშეა, მწვრთნელის როლი მოირგოდა  ჩამოაყალიბა საფეხბურთო გუნდი ჩამოაყალიბა. მან შტაბი „ბექკენზი“ შექმნა და ბექა ჯიხვაშვილთან ერთად ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პოპულარიზაციას ხელს უწყობს.

იხილეთ ვიდეო:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203