„საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიისა“ და „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გაგრძელდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლების მხარდაჭერა სახელფასო დანამატის სახით:
„გაგრძელდება მასწავლებლების მხარდაჭერა და მათთვის სახელფასო დანამატის გაცემა. დანამატით ისარგებელბს არანაკლებ 9 000 მასწავლებელი“, - აღნიშნულია მთავრობის დადეგნილებაში.