სპს თავაძე და კომპანია სკოლა ანაბასისი დაინტერესებულია ხელი შეუწყოს მოსწავლეთა სკოლაში ადაპტაციას და გაამარტივოს სასკოლო პროცესში პირველკლასელთა ჩართულობა.
მოსწავლეების ადაპტაციის პროცესის გასამარტივებლად, სკოლაში ღია კარის დღე მოეწყო პირველკლასელთა და მათი მშობლებისათვის.
ბავშვები მშობლებთან ერთად სკოლას ესტუმრნენ და გარემო დაათვალიერეს. მათ ასევე გაიცნეს დამრიგებელი და სხვა მასწავლებლები.
აღნიშნული ვიზიტი წინასწარ იყო დაგეგმილი - სკოლა ბავშვებს მომზადებული დახვდა.
სკოლაში ვიზიტის დროს საკლასო ოთახის, ეზოს და სპორტდარბაზის მონახულებასთან ერთად მშობლებსა და მოსწავლეებს სააქტო დარბაზში შეხვდა სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე, რომელმაც მშობლებს გააცნო სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები, სწავლის პროცესში გამოყენებული სტრატეგიები, გასულ სასწავლო წელს დაწყებითი სწავლების საფეხურზე განხორციელებული პროექტები, დამატებითი მომსახურების ფორმები არაფორმალური განათლების შედეგები.
პირველი კლასების დამრიგებლებმა და პედაგოგებმა: თამარ ვეფხვაძემ, მარიამ მოდებაძემ, მეგი დეკანოიძემ თავიანთი საქმიანობის ძირითად დაგეგმილ მიმართულებებზე გაამახვილეს ყურადღება. მშობლებმა კმაყოფილება გამოთქვეს ღია კარის მოწყობის გამო, სადაც მათ შეკითხვებს გაეცა პასუხები. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს კეთილგანწყობა სკოლა „ანაბასისის“ მიმართ, რის გამოც ანდეს მათთვის ყველაზე ძვირფასი შვილების სწავლა-აღზრდის საქმე.
მათ აღნიშნეს, არჩევანი სკოლის შერჩევისას გააკეთეს პედაგოგების პროფესიონალიზმზე, პასუხისმგებლობაზე, კეთილგანწყობილ გარემოზე, ფორმალური და არაფორმალური განათლების მრავალფეროვან მეთოდებსა და სტრატეგიებზე, სკოლის დაგროვებულ საინტერესო, წარმატებულ გამოცდილებასა და ტრადიციებზე.
სკოლაში ახალი სასწავლო წელს თითოეულ მოსწავლეს წარმატებებს უსურვებენ.
„წარმატებები ყველას ამ რთულ, საინტერესო თავგადასვლებით დატვართულ გზაზე!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
„ანაბასისი“ ბერძნული სიტყვაა ნიშნავს აღმასვლას. ცოდნის მწვერვალების მიღწევა ერთბაშად შეუძლებელია, ჩვენს პირველკლასელებთან ერთად სკოლა ანაბასისი კვლავ დაიწყებს სვლას ნაბიჯ-ნანიჯ მწერვალებისკენ! პასუხისმგებლობით და კეთილსინდისიერებით, დემოკრატიით და მონაწილეობით, თანადგომით და თანასწორობით, ღიაობით და თანამშრომლობით.
იხილეთ ფოტოები: