ძიმითის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგების საგანმანათლებლო ბანაკში იმყოფებოდნენ
13-09-2024

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლაში, საზაფხულო არადეგების მიუხედავად სამუშაო რიტმი არ შენელებულა. გარემოსდაცვით საკითხებზე მუშაობა ეკოკლუბს არ შეუწყვეტია და ზაფხულიც, საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. 

სკოლაში აღნიშნავენ, რომ ეკოკლუბის ფუნქციონირება ხელს უწყობს სკოლაში გარემოსდაცვითი განათლების დანერგვას. სკოლის კლუბმა „ვიტისმა“ გასულ სასწავლო წელს, ამ მიმართულებით, ეფექტიანი და ქმედითუნარიანი ნაბიჯები გადადგა და როგორც სკოლაში გვიანონსებენ, საქმიანობა მომავალში კიდევ უფრო შედეგზე ორიენტირებული იქნება.

აღსანიშნავია, რომ სკოლა აქტიურად მონაწილეობს ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში. სკოლაში აღნიშნავენ, რომ ამ კონკურსმა უდიდესი ცოდნა და გამოცდილება მისცა სასკოლო საზოგადოებას, მიახვედრა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის მიერ თავისი წვლილის დანახვა გლობალური საკითხების მოგვარებაში.

მოსწავლეები ჩაერთნენ გარემოსდაცვითი განათლების მიღების პროცესში; შეიძინეს აქტივობების დაგეგმვა-განხორციელების, შეხვედრების, კონფერენციების, ტრენინგების ორგანიზებისა და ჩატარებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები;

აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტის ორგანიზატორებისაგან ეკოკლუბის წევრებმა მიიღეს არაერთი საჩუქარი - სახელმძღვანელოები, პრინტირებული მაისურები, სერტიფიკატები. ივლისის თვეში, გუნდის წევრები 5 დღით იყვნენ მიწვეულნი ბულაჩაურის მწვანე ცენტრში. ბანაკი მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში გარემოს დაცვის, დემოკრატიული ღირებულებებისა და ფემინიზმის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას.

აგვისტოში კი,  ამავე ლოკაციაზე ფინალისტი მასწავლებლები გაემგზავრნენ. მათ ბულაჩაურთან ერთად, მოინახულეს ბაზალეთის მწვანე ცენტრი, ჰქონდათ გასვლითი ტური ყაზბეგში, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ყველაზე დიდი მონაპოვარი გახლავთ ის, რომ შეიძინეს მეგობარი პედაგოგები და მოსწავლეები მთელი საქართველოს მასშტაბით.

აღსანიშნავია, რომ სულ მალე დიდი ფინალია, ნინი მგელაძე და სოფო დეკანოიძე ჟიურის წინაშე კი ეკოკლუბვიტისის“ ძირითად მიღწევებს წარადგენენ.

„მადლობა CENN-ს ამ შესაძლებლობისათვის, ყველაზე ენერგიულ და პოზიტიურ ლიდერებს დაუვიწყარი საზაფხულო დღეებისთვის - ვანო გიოშვილი, ანა ბარბაქაძე. ჩვენი რეგიონის კოორდინატორს ირაკლი მიქელაძეს, კომპეტენტური მხარდაჭერისათვის და მთლიან გუნდს, რომელიც ამ საოცარ პროექტზე მუშაობს“,- აღნიშნავს პედაგოგი გიორგი ზამბახიძე. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203