ზუგდიდის N5 საჯარო სკოლაში მასწავლებელთა სასკოლო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაზე მასწავლებლებმა სკოლისა და სწავლა-სწავლებისთვის აქტულური თემები წარადგინეს.
კონფერენციის მომხსენებლები იყვნენ ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის მასწავლებლები: ნონა ჩალიგავა, თამუნა პირტახია, შორენა თოფურია, ცოტნე გვაჯაია, თამუნა რაფავა, ანა ღურწკაია, მარინე ქვარცხავა, ჟანა მიქავა და სკოლის S.T.E.A.M კლუბის „ინოვაციების ინკუბატორების“ წევრები.
მასწავლებელთა შიდასასკოლო კონფერენციის ფასილიტატორი გახლდათ ზუგდიდის N7 საჯარო სკოლის დირექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, წამყვანი მასწავლებელი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის ექსპერტი, მასწავლებელთა სახლის ტრენერ-კონსულტანტი ლია გრიგოლია.
კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ N9 საჯარო სკოლის დირექტორი სოფიო ქობალია და ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი ლელა როგავა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მსგავს შეხვედრებსა და კონფერენციებს.
იხილეთ ფოტოები: