საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში ბედსაბჭო გაიმართა, სადაც აკადემიური წლის მიზნები განისაზღვრა.
ბედსაბჭო 12 სექტემბერს, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა - კურთხევით ჩატარდა.
პედაგოგებმა ისაუბრეს ახალი სასწავლო წლის გეგმებზე, მიზნებსა და განსახორციელებელ საქმიანობაზე.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გამოცდილების გაზიარებას, პედაგოგების იდეების გათვალისწინებას და ერთობლივი ძალებით, ყველაზე მნიშვნელოვანი საქმის - განათლებული თაობების აღზრდას.
იხილეთ ფოტოები: