წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა დიანა თათვიძემ ერთიანი ეროვნული გამოცდები დიდი წარმატებით ჩააბარა და უნივერსიტეტში 50%-იანი სახელმწიფო დაფინანსებით ჩაირიცხა.
წყალტუბოში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელ პირველკურსელებთან საზეიმო შეხვედრა გაიმართა, სადაც დიანა თათვიძეც იმყოფებოდა.
სტუდენტებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა - გენადი ბალანჩივაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე - თეიმურაზ ჭეიშვილმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა - მამუკა ჩხეტიანმა წარმატებები უსურვეს და აღნიშნეს, რომ განათლებული თაობა ქვეყნის საიმედო მომავალს ქმნის.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის გენადი ბალანჩივაძის ინიციატივით, რომელიც წლებია მოქმედებს, სტუდენტებს ყოველთვიური სტიპენდია დაენიშნათ. გარდა ამისა, მათ სამახსოვრო სიგელებიც გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები: