ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვის საჯარო სკოლაში ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი დიდი ჟრიამულით დაიწყო.
პედაგოგებმა მონატრებული მოსწავლეებისთვის სასკოლო სივრცე ბუშტებით და შესაბამისი დეკორაციით მორთეს და მათ სიხარულით შეეგებნენ.
აღსანიშნავია, რომ წელს სკოლას 6 პირველკლასელი ჰყავს, რომლებიც საზეიმო ვითარებაში მიიღეს. სკოლის დირექტორმა - ანდრიას აბდოიანმა მოსწავლეებს სიტყვით მიმართა, წარმატებები უსურვა და შემდეგ ნოუთბუქები გადასცა.
დღემ სასიამოვნოდ ჩაიარა, მოსწავლეები კი სწავლას მონდომებით შეუდგნენ.
იხილეთ ფოტოები: