ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
სადღესასწაულოდ მორთულ გარემოში მოსწავლეებმა დიდი სიხარულით შეაბიჯეს, მათ პედაგოგებს ყვავილები მიართვეს და სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
სასკოლო საზოგადოება განსაკუთრებული სიყვარულით შეეგება პატარებს, რომლებმაც „ცოდნის ტაძარში“ პირველად შეაბიჯეს. მათ კუთვნილი კომპიუტერები და სახელმძღვანელოები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ გაიმართა ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ. სკოლაში საქართველოს დროშა აღიმართა და ეროვნული ჰიმნიც გაჟღერდა.
იხილეთ ფოტოები: