2024-2025 სასწავლო წლის პირველ დღეს, აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში, პედაგოგებმა მოსწავლეებს ნამდვილი დღე-სასწაული მოუწყვეს და დაუვიწყარი ემოციები უსახსოვრეს.
მოსწავლეებისთვის საკლასო ოთახი საზეიმოდ მორთეს და გულთბილად მიიღეს. აღსანიშნავია, რომ სკოლაში პატარებიც დიდი სიხარულით მივიდნენ, მასწავლებლებს გაესაუბრნენ და სასწავლო პროცესს შეუდგნენ.
სასკოლო საზოგადოებამ ეს მნიშვნელოვანი დღე - ახალი სასწავლო წლის დაწყება, ერთმანეს მიულოცა და წარმატება უსურვა.
აფხაზეთის N22 საჯარო სკოლა 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებას სრულიად საქართველოს ულოცავს.
იხილეთ ფოტოები: