ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური გუნდი მომავალი თაობების წარმატებულ მომავალსა და განვითარებაზე ზრუნავს.
სწორედ მაღალპროფესიონალური მიდგომების დასტურია ისიც, რომ 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებმა გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ.
სასკოლო საზოგადოება, სკოლის დირექტორი - რუბენ ვარდანიანი და მასწავლებლები მათი მიღწევით ამაყობენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე უდიდეს წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: