ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წლის დაწყება იზეიმეს.
მონატრებული მასწავლებლები და მოსწავლეები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ, მათ ერთმანეთს ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლა მრავალფეროვანი დეკორაციითა და ბუშტებით იყო მორთული. მოსწავლეებს მერხებთანაც ბუშტები დახვდათ, რომელთაც თითოეული მათგანის სახელი ეწერათ. ამ ყველაფერმა კი, პატარების განწყობა უფრო აამაღლა.
სკოლაში საქართველოს დროშა აღიმართა და სახელმწიფო ჰიმნიც გაჟღერდა.
„ჩვენო ძვირფასებო, გილოცავთ ახალი, 2024-2025 სასწავლო წლოს დაწყებას!
გისურვებთ წარმატებებს და ახალ აღმოჩენებს საინტერესო სასწავლო პროცესში. იყავით ყოველთვის ცნობისმოყვარე და მიზანდასახულნი. გჯეროდეთ თქვენი ძალებისა და სიხარულით იმოგზაურეთ ცოდნის სამყაროში“,- ასე მიულოცეს მოსწავლეებს სკოლაში სასწავლო წლის დაწყება.
იხილეთ ფოტოები: