ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას საჯარო სკოლაში ახალი 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.
დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეთა განწყობაზე განსაკუთრებით იზრუნეს. მათ საკლასო ოთახები ლამაზად, ბუშტებით, დეკორაციებით მორთეს და ბავშვები გაახარეს.
ეს დღე ყველაზე ემოციური და ამაღელვებელი პირველკლასელთათვის იყო, რომლებმაც სკოლის კარი პირველად შეაღეს. ბავშვებმა ერთმანეთი და პედაგოგები გაიცნეს, რომელთა გვერდითაც მოუწევთ ცოდნის სამყაროში მოგზაურობა.
ეს დღე თითოეული მოსწავლისთვის დაუვიწყარი იყო.
სკოლა მოსწავლეებს ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: