თბილისის N142 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დიდი ჟრიამულით, პატრიოტული სულისკვეთებითა და ამაღლებული განწყობით დაიწყო.
საქართველოს დროშის ფერებში გამოწყობილმა პირველკლასელებმა, წითელი ხალიჩის გავლით, დიდი ზარ-ზეიმით, შეაბიჯეს წიგნიერების სამყაროში.
სასკოლო საზოგადოება დიდი სიყვარულით შეეგება ახალწვეულებსა და მონატრებულ მოსწავლეებს.
ახალი სასწავლო წლის პირველი დღე, დირექტორმა ეკატერინე ენდელაძემ ემოციური სიტყვით გახსნა და ყველაზე პატარა მოსწავლეები სასკოლო საზოგადოებას წარუდგინა:
„N142 საჯარო სკოლა - აქ სიყვარულია. თქვენს წინაშეა ჩვენი ქვეყნის დიდებული მომავალი“.
იხილეთ ფოტოები: