გაიცანით დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის პედაგოგი ეკა სეფიაშვილი, რომელსაც მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცა
16-09-2024

დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლა ამაყია, რომ მასწავლებლის ეროვნული პრემიის ერთ-ერთი მფლობელი ამავე სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი ეკა სეფიაშვილია, სკოლა დიდი სიამაყით გვიზიარებს ამ წარმატებას და ულოცავს პედაგოგს. 

სკოლაში პედაგოგის მიღწევით ამაყობენ, მას წინსვლასა და წარმატებას უსურვებენ და ამაყობენ, რომ დღეს დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის იმიჯს სწორედ ის და მისი არაერთი წარმატებული კოლეგა ქმნის. 

„მოსწავლეების, კოლეგებისა და მშობლების სახელით ვულოცავთ მას ამ  ღირსეულ ჯილდოს და ვუსურვებთ უამრავ წარმატებას პროფესიულ საქმიანობაში. უზომოდ გვიხარია, რადგან შენი წარმატება ჩვენი სკოლის თითოეული მოსწავლისა თუ პედაგოგის წარმატებაა!“, - აღნიშნავენ სსკოლაში. 

იხილეთ ფოტო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203