რა უნდა იყოს სკოლისთვის იმაზე დიდი წარმატება, როცა კურსდამთავრებული მშობლიურ კერას მასწავლებლის რანგში უბრუნდება და ამასთანავე, მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი ხდება? - გაიცანით ანა ანუშიძე ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის სიამაყე.
სკოლა მოხარულია, რომ წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში, თაობებს ისეთი პედაგოგები ზრდიან, როგორიც ანა ანუშიძეა - პედაგოგი, რომლის შრომამაც ნაყოფი გადაიღო და კურსდამთავრებული, რომელმაც მშობლიური სკოლის იმედები გაამართლა.
აღსანიშნავია, რომ ის, სკოლის სტრატეგიული განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელიცაა, ახლა უკვე მის მრავალ მიღწევას, დიდი ტიტულიც დაემატა.
„უდიდესი სიხარულით გვსურს გაუწყოთ, რომ ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მასწავლებელი და სტრატეგიული განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი, ჩვენივე სკოლის კურსდამთავრებული ანა ანუშიძე მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი გახდა! - გილოცავთ, ანა! გვეამაყები! წარმატებებს გისურვებთ!“, - აღნიშნავენ სკოლაში და პედაგოგს წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: