დიდი ზარ-ზეიმითა და ჟრიამულით დაიწყო ახალი სასწავლო წელი ქვეყნის მასშტაბით - ინტერესით თვალებგაფართოებული პირველკლასელები, ერთმანეთს მონატრებული მოსწავლეები და მომღიმარი პედაგოგები - ასეთი იყო, 2024-2025 სასწავლო წლის პირველი დღე ხონის N4 საჯარო სკოლაში.
16 სექტემბრის ჟრიამულამდე, სკოლის დირექტორმა ნაილი ცუხიშვილმა სასკოლო საზოგადოების განწყობაზე წინა დღით იზრუნა და მოსწავლეებსა და პედაგოგებს ემოციურად მიმართვა, ბედნიერი სასწავლო წელი უსურვა და თბილ შეხვედრას შეჰპირდა.
„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველას – მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს. გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი თითოეული ჩვენგანისთვის. განსაკუთრებით ვეფერებით და ვულოცავთ სასწავლო წლის დაწყებას ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც ხვალ პირველად ჩვენი სკოლის კარს შემოაღებენ, რათა სრულყოფილი ცოდნა სწორედ აქ მიიღონ. ამ ცოდნით კი, როცა დაფრთიანდებიან, ჩვენს ქვეყანას ემსახურონ და ღირსეული მამულიშვილობა გაუწიონ სამშობლოს.
მაშ ასე, ხვალ ვიწყებთ მეოთხესკოლელებო! მშობლიური სკოლა გელოდებათ!“, - ამბობს სკოლის დირექტორი ნაილი ცუხიშვილი.