ზუგდიდის N5 საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული თაობა აღუზრდია. აღსანიშნავია, რომ წელს სკოლას 53 კურსდამთავრებული ჰყავდა, მათგან 49 კი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი გახდა.
მათ ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. კურსდამთავრებულებიდან ერთმა 70%-იანი, ხოლო ხუთმა 50%-იანი სახელმწიფო გრანტი მოიპოვა.
სკოლაში კურსდამთავრებულებით ამაყობენ და მათ სწავლის ახალ საფეხურზე ასვლას ულოცავენ. სასკოლო საზოგადოება მათ წარმატებულ, ნაყოფიერ საქმიანობას სწავლასა და შემდგომ პროფესიაში უსურვებს.
აღსანიშნავია, რომ წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა.