თბილისის N133 საჯარო სკოლაში ახალი 2024-2025 სასწავლო წელი დიდი ჟრიამულითა და ზარ-ზეიმით დაიწყო.
საკლასო ოთახები ლამაზი დეკორაციებით მოირთო, რამაც სკოლაში საზეიმო განწყობა შექმნა. ამ დღეს სკოლაში, განსაკუთრებულად მომზადებულები პირველკლასელებს ელოდებოდნენ. მათთვის გადასაცემი სახელმძღვანელოები და კომპიუტერები კლასში, მერხებთან ლამაზად დაალაგეს.
სკოლის დირექტორმა - ლიანა ფუტკარაძემ სწავლის დაწყებამდე საყვარელ პირველკლასელებს ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასვლა მიულოცა.
გთავაზობთ დირექტორის მისალოც ტექსტს უცვლელად - „თქვენი მშობლიური N133 სკოლა გელით სიყვარულით! მშვიდობიანი, წარმატებული, საინტერესო შთაბეჭდილებებითა და შემეცნებით დახუნძლული სასწავლო წელი თითოეულ აღსაზრდელს!“.
იხილეთ ფოტოები: