აჭყვას საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებლის - მაკა აბუსელიძის პროექტმა კონკურსში გაიმარჯვა
16-09-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელი სასიამოვნო სიახლით იწყება. სკოლაში საინტერესო საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდება. 

სკოლის სპეციალური მასწავლებლის - მაკა აბუსელიძის პროექტი - „განსხვავებულობა ნორმაა“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსის - „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ გამარჯვებულია, შესაბამისად მასწავლებლის ინიციატივას სამინისტო დააფინანსებს.

სკოლაში სიახელე ახარებთ, პედაგოგს წარმატებას ულოცავენ და ნაყოფიერ პროფესიულ საქმიანობას უსურვებენ. 

„სასიხარულო ამბით ვიწყებთ სასწავლო წელს. საინტერესო დღეები ელოდებათ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს. სკოლა ულოცავს მაკა აბუსელიძეს ამ დიდ გამარჯვებას“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203